ეს იყო პირველივე ფრაზა (უფრო სწორად, ფრაზის ნაგლეჯი რუსთავი 2–ის ახალი ამბებიდან), რომელსაც ყური შემთხვევით მოვკარი პირველივე ცდაზე, რაიმე დამეწერა...
რაც მთავარია, ზუსტად შეესაბამება ჩემს საწყის, ჩვეულებრივ და "ვაი, რომ მომავალ" მდგომარეობას: მე მუზეუმში ვცხოვრობ. მთავარი მახასიათებელი ჩემი ცხოვრებისა ისაა, რომ არ მიყვარს ჩემი სიმყუდროვის დამარღვეველი, ატომური ბომბის აფეთქების ეფექტის მქონე სიახლეები. სხვა დანარჩენი სიახლეებისათვის ყველა რეალურად არსებული კარი და სარკმელი ღია მაქვს მუზეუმში, სადაც ყველაზე ახალი ნივთიც კი ძველია, უძველესი თუ არა.
მოკლედ, ამდენი იმისათვის ვილაპარაკე, რომ მეთქვა: ჩემი სარკმლის კარი ღიაა...